ზუგდიდში 30 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 30 წლის ეკა მიქავამ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

როგორც გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები აცხადებენ, ინციდენტს წინ ცოლქმრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სოფლის რწმუნებულის, დემნა ხუბუას საძროხეში თავი ჩამოიხრჩო.

გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
„თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე...“ – გიორგი კეკელიძე იხსენებს, როგორ სცადა თვითმკვლელობა

თავად რწმუნებული მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობს.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ ვიცი მიზეზი, ოჯახის წევრებმა იპოვეს ბოსელში ჩამომხრჩვალი, სხვა არაფერი ვიცი“, - აღნიშნა დემნა ხუბუამ, რომელიც გარდაცვლილის ქმრის ნათესავია.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სიძეს ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.

გამსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილის ძმა. მისი თქმით, ქალი ჯერ სცემეს, მოკლეს და შემდეგ საძროხეში ჩამოკიდეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0