Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე...“ – გიორგი კეკელიძე იხსენებს, როგორ სცადა თვითმკვლელობა

© courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და საკუთარ ისტორიას იხსენებს, როდესაც მეხუთე კლასში, სკოლიდან მისულს, ოჯახის წევრებმა სთხოვეს, სადილზე ბაბუასთვის დაეძახა, თუმცა ბაღში გასულმა ნახა, რომ შაქრომ ხეზე თავი ჩამოიხრჩო.

კეკელიძის თქმით, მას მერე დიდხანს ფიქრობდა ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად ეჩვენებოდა.

„ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი. არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს. დღეს ქუთაისში პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე „ამ ცხოვრების დედაც" უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს. მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების, მაგრამ ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების „დედაც" სადაც ჩვენ – მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, სამშაბათს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ოჯახის წევრები ამბობებ, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ლუკას პოლიცია „მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. „მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ პოლიციას ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც უკანონო მოქმედებაა.

ყველა ახალი ამბავი
0