შიდსი საქართველოში - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკშიშიდსი
შიდსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო დღესასწაულებზე შიდსის ცენტრი მუშაობას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 2020 წლის 3 იანვრიდან განაახლებს

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გამოაქვეყნა ბოლო სტატისტიკა მოსახლეობაში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადების კუთხით.

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წელს კი 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8102 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6047 – მამაკაცია და 2055 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 5003 პაციენტს განუვითარდა, 1635 გარდაიცვალა.

ანალიზი - Sputnik საქართველო
როდის ექნება თბილისს შიდსის ახალი ცენტრი

30 ნოემბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5031 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38,1% (3088) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48,2% (3905) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11,2% (910) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,3% (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0,7% (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2992 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1129; შემდეგ იმერეთში 977; აჭარაში 908; აფხაზეთში (524); კახეთში (398) ქვემო ქართლში (466); შიდა ქართლში (296); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი და 44 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობას 2020 წლის 3 იანვარს განაახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0