კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა

გამოწერა
წლის ბოლოს ალბათ ბევრი ჩვენგანი უნებურად ვუფიქრდებით იმას, თუ რას გვიტოვებს გასული წელი და როგორი იყო ის ჩვენთვის.

ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩვენი ერთგული რესპონდენტისთვის, ნიჭიერი ხელოვანის, ნანუკა ჩხეიძისთვისაც, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის ეგიდით ქართული კულტურის ყოველწლიურ ფესტივალზე იყო მიწვეული. ფესტივალზე, რომელიც კვიპროსზე ჩატარდა, ტყავითა და ლითონით შექმნილი „ნანუკა-არტის“ ბრენდული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მის გარდა ფესტივალზე მარიამ თუშიშვილის მინანქრის აქსესუარები და ნინი მენაბდის სახლის დეკორისათვის შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.

ამ ფესტივალზე და გასული წლის საინტერესო სიახლეებზე ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად თავად ნანუკა ჩხეიძე მოუთხრობს.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძე
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძე

-ნანუკა, რას ელოდით ამ ფესტივალიდან და თუ გამართლდა თქვენი მოლოდინი?        

- დავიწყებ იქიდან, რომ გამოფენა გაიმართა კვიპროსის ქალაქ ლიმასოში უძველეს ციხესიმაგრესთან, სადაც ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი მოძრაობს. არასოდეს დამავიწყდება მათი აღფრთოვანებული შეძახილები: „ჯორჯია ჯორჯია!“ ჩვენი დროშის დანახვაზე. გამოფენაზე მივიღეთ ბევრი საინტერესო შემოთავაზება და მიწვევა, რაც მომავალში გაჟღედრება და   შესრულდება კიდეც. გამოფენის შემდეგ შედგა ჩვენი კოლაბორაცია და  სამომავლო გეგმებიც შევადგინეთ. ასევე მივიღეთ სხვა ქვეყნების გამოფენებზე მონაწილეობის შეთავაზებაც, რისთვისაც ახალ კოლექციაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. კვიპროსის შემდეგ ვიმოგზაურეთ ათენში, სადაც  ჩემი ბავშვობის მეგობრები დამხვდნენ. მათ მშვენიერი გიდობა გაგვიწიეს და მცირე დროში ყველაფერი ვნახეთ, რისი ნახვაც შეიძლებოდა.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeგამოფენაზე კვიპროსზე
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
გამოფენაზე კვიპროსზე

- ვიცი, რომ ბოლო დროს წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა ფოტოგრაფიაშიც...

- ფოტოგრაფია ჩემთვის ძალიან ახლოსაა, რადგან მამა არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებდა და გამოფენებსაც აწყობდა. ჩემს სახლში უამრავი გაუჟღავნებელი ფირია და ასევე  მამის მიერ გადაღებული და გამჟღავნებული ფოტოებიცაა. ციფრულმა ეპოქამ სრულიად შთანთქა ბევრი ისეთი ტრადიცია, რომელიც გასულ საუკუნეებში ძალიან აქტუალური და დაფასებული იყო.  ფოტოგრაფია საოცარი გამოგონებაა, რომელმაც სამყაროს ხედვა შეცვალა და  კაცობრიობას ხელოვნების არა ერთი ნიმუში, გენიალური ადამიანების პორტრეტები და იშვიათი კადრები შეუნარჩუნა. დღეს ეს ყველაფერი ინახება არარსებულ, ონლაინ რეჟიმში, რომელსაც ადამიანი ხედავს, მაგრამ ვერ ეხება.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძე
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძე

- სწორედ ამასთანაა დაკავშირებული თქვენი ბრენდის ახალი მიმართულება, ავუხსნათ ჩვენს მკითხველს- რაზეა საუბარი?

- დიახ, ჩემი საქმიანობის ახალი მიმართულება საოჯახო ალბომებია, რომელშიც ცხოვრების ბედნიერი მომენტების ამსახველი კადრებია შენახული. როცა ფოტოს რეალურად ეხები და ალბომს ათვალიერებ, იმ დროს სულ სხვა ემოცია და განცდა გიჩნდება. ჩვენს სახლში რამდენიმე უნიკალური ალბომია. მათგან ერთი განსაკუთრებით მომწონდა. ეს არის   მთლიანად ლითონში ჩასმული, ჭედური გზით დამზადებული ორიგინალურად გაწყობილი ალბომი. სწორედ ეს ალბომები გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო, მომინდა ალბომების ძველი ტრადიცია გამეცოცხლებინა. ამიტომ ალბომის რამდენიმე ნიმუში მოკლედ ხანში შევქმენი. მათ კონსტრუქციასა და დიზაინზე საკმაოდ დიდი ხანი ვიფიქრე. მინდოდა, რომ ყოველი მომდევნო ალბომი უწინდელზე განსხვავებული და კრეატიული ყოფილიყო.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი

-ალბათ ასეთი ალბომის შეძენის მსურველები უკვე გამოჩნდნენ...

- დიახ, უკვე მყავს ერთგული დამკვეთები, რომლებიც მანდობენ ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეს- სამახსოვრო ექსკლუზიურ ალბომებს ქორწილის, ბავშვებისა და  მოგზაურობის ამსახველი ფოტოებისთვის.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი

- ბრენდული ნამუშევრების ფოტოებსაც თავად იღებთ და თქვენი თილისმაც გაქვთ...

- დიახ, პატარა სათამაშო ავტო, რომელსაც ფერის გამო ლურჯა შევარქვი, ჩემს თილისმად იქცა. ამიტომ ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს. გამონაკლისი არც ეს გამოფენა იყო. მასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მინდა გავიხსენო: კვიპროსის გამოფენისთვის ხის მასალისგან ლურჯას  ასლები დავამზადე, მას დავაწერე „საქართველო“ და ყველა უცხოელს, ვინც ჩემს ნამუშევრებთან შეჩერდა ვუსახსოვრე და ყველა მათგანი საქართველოში დავპატიჟე.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი

- თქვენს სავიზიტო აქსესუარად რატომ იქცა ბროწეული?

- დიახ, ბროწეულით არა ერთი ფოტო მაქვს გადაღებული და მას აქტიურად ვიყენებ ნამუშევრების გაფორმების დროსაც. ახლა გამახსენდა: როცა კვიპროსზე ადგილობრივი ლამაზი კადრების ფოტოებს ვიღებდი, უცებ დავიხედე და ჩემს ფეხებთან ბროწეული აღმოვაჩინე. ეს ზალიან სიმბოლური დამთხვევა იყო. დღეს ამ ბროწეულმა საქართველოში ჩემს სახლში საპატიო ადგილი დაიკავა. ამასთან დაკავშირებით კიდევ გამიჩნდა ერთი იდეა, რომელსაც ახლაო მომავალში წარმოვადგენ.

© photo: courtesy of Nanuka Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი
კულტურის დღეები კვიპროსზე, „ნანუკა ბრენდის“ ინოვაციური სიახლე და თილისმადქცეული ლურჯა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ნამუშევარი

- ყველაფრიდან გამომდინარე, შემოქმედებითად საინტერესო წელი გქონდათ...

- დიახ, ეს წელი მართლაც საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის. სამომავლოდ რა თქმა უნდა არა ერთ დაწყებულ ინოვაციურ იდეას განვახორციელებ და ჩემი ხელოვნების გულშემატკივრების წინაშე ბევრ საინტერესო ნამუშევარს წარვადგენ. მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა და ახალი წელი, ვუსურვო მათ მშვიდობა, ბევრი სიხარული, სიკეთე და  წარმატებები. მომავალ თაობას კი ვურჩიო გახდნენ მიზანდასახულები, შეიყვარონ შრომა და მაშინ მათი იმედები ყოველთვის გამართლდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0