მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანკარის განცხადება: აშშ-ის ნაბიჯები თურქეთს რუსეთისკენ უბიძგებს

© Pixabay / mfkანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯები ქვეყანას რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა. 

დონალდ ტრამპი და რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ვაშინგტონ-ანკარის კონფლიქტი: აშშ სანქციებს აწესებს, თურქეთი ავიაბაზების დასახურად ემზადება

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვით ბიუჯეტს, რომელიც კრძალავს თურქეთისთვის გამანადგურებელ F-35-ების მიყიდვას მანამ, სანამ ანკარა რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ზე არ იტყვის უარს.

„ვინ გვიბიძგებს [რუსეთისკენ]? თქვენ დგამთ ნაბიჯებს ტერორისტული დერეფნის შესაქმნელად ჩვენს საზღვრებზე, ანგარიშს არ უწევთ თურქეთს ამ რეგიონში, იძულებულს ხდით, ეძებოს ალტერნატივა და მერე კითხულობთ, რატომ მოძრაობთ რუსეთისკენ და არა ჩვენკენო? თქვენ გინდათ, რომ თურქეთი არ დაუახლოვდეს რუსეთს, მაგრამ სანქციები მხოლოდ აჩქარებს ამას. თურქეთი განაგრძობს ალტერნატივის ძიებას“, — განაცხადა კალინმა ტელეარხ Tele7-ის ეთერში. 

მისი თქმით, თურქეთმა არა მარტო ენერგეტიკული წყაროები უნდა გაამრავალფეროვნოს, არამედ შეიარაღების შეძენის წყაროებიც. 

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდება. ვაშინგტონი ითხოვს გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა. ერდოღანის თქმით, C-400 მზადყოფნაში სრულად 2020 წლის აპრილიდან იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0