მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონ-ანკარის კონფლიქტი: აშშ სანქციებს აწესებს, თურქეთი ავიაბაზების დასახურად ემზადება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი და რეჯეფ ერდოღანი
დონალდ ტრამპი და რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო ფიქრობს, რომ ვაშინგტონის სწრაფვა, ხისტად და არაუანგაროდ აკონტროლოს თავისი მოკავშირეების ყველა ნაბიჯი, კანონზომიერად ამრავლებს კონფლიქტურ სიტუაციებს საერთაშორისო ასპარეზზე

ალექსანდრ ხროლენკო

დღეს აშშ-ისა და მისი მოკავშირე თურქეთის ურთიერთობების სიმტკიცის გამოცდის ჯერია. ამერიკელ კონგრესმენებს სურთ ანკარის დასჯა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენისა და განთავსებისათვის. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენისა და ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისათვის თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარს უჭერენ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც კონგრესის ორივე პალატაში. სენატის მხრიდან სანქციების მოწონების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებული იქნება, შეზღუდვები დაუწესოს თურქეთის ნაციონალური თავდაცვის მინისტრ ხულუსი აკარას, ასევე, სხვა პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც სირიაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთან აქვთ კავშირი.

ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, ასევე, სანქციები დაუწესოს ანკარას С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენისათვის, „სანქციების მეშვეობით აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ კანონის ფარგლებში. მომავალში შეიძლება აიკრძალოს თურქეთისთვის ფართო სპექტრის ამერიკული საქონლის, მომსახურებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების მიწოდება. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა უკვე გამორიცხა ანკარა F-35 გამანადგურებლების წარმოებისა და შეძენის პროგრამიდან.

დონალდ ტრამპს შედარებით თავშეკავებული პოზიცია უჭირავს სანქციების მიმართ და ანკარას ქმედებების მართლზომიერებაზე საუბრობს. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ამას წინათ აღნიშნა, რომ თურქეთს სურდა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ შეძენა, მაგრამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მოკავშირე უარით გაისტუმრა.

თურქეთი, თავის მხრივ, სანქციების საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს და არ აპირებს С-400-ზე უარის თქმას მაშინაც კი, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება. ჰაერში გეოპოლიტიკური შტორმის სუნი ტრიალებს. 

აშშ-ის სენატის შურისძიება

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეუძლია С-400 სისტემის გამოყენება თურქეთის ტერიტორიაზე მეხუთე თაობის F-35 ამერიკული გამანადგურებელი-ბომბდამშენების სუსტი მხარეების შესასწავლად. ვაშინგტონი ამას აღიქვამს, როგორც ანკარის მხრიდან აშშ-ის ინტერესების ღალატს და ანტითურქული სანქციებით იმუქრება. დასაწყისისთვის, სომეხთა გენოციდის აღიარებაა.

© video: Ruptly . / Sputnik / WH.GOV / congress.gov / twitter.com/SenatorMenendezაშშ-ის სენატმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - ვიდეო
ვაშინგტონ-ანკარის კონფლიქტი: აშშ სანქციებს აწესებს, თურქეთი ავიაბაზების დასახურად ემზადება - Sputnik საქართველო
აშშ-ის სენატმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - ვიდეო

აშშ-ის სენატმა მეოთხე მცდელობით მოიწონა რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში თურქების მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.  

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფახრეთინ ალთუნმა აღნიშნა: „რეზოლუცია თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობას კარგს არაფერს მოუტანს. ის ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის უპასუხისმგებლო და ირაციონალური მოქმედება თურქეთის წინააღმდეგ“.

სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „აშშ-ის კონგრესის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია ანკარისთვის სხვისი ნების თავს მოხვევა“. მან ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გააფრთხილა მოკავშირე, რომ არ არის გამორიცხული, ანკარამ აღარ მისცეს აშშ-ს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე „ინჯირლიკისა“ და „ქურეჯიკის“ საავიაციო ბაზების გამოყენების შესაძლებლობა.

მსგავსი პროექტის რეალიზების ალბათობა მაღალია, ვინაიდან ანკარა გამორიცხავს რუსული С-400-ის შეძენაზე უარს და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემის დანერგვის დასრულებას 2020 წლის აპრილისთვის გეგმავს.

კონფლიქტის მხარეთა უკომპრომისობამ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. შემთხვევით არ არის მსხვილი ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ დასათაურებული - „თურქეთი და რუსეთი უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ჯარებს სირიაში, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“.

 „ქირდიყი“ 

ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა თურქეთში - Sputnik საქართველო
აშშ-ის სამხედრო ბაზები თურქეთში: პენტაგონი ანკარის მუქარას პასუხობს

ვაშინგტონის ცინიკურ ზეწოლაზე ანკარას მეტ-ნაკლებად მტკივნეული პასუხი იქნებოდა თურქეთში ამერიკული ბაზების დახურვა, რასაც ულაპარაკოდ მოყვება გეოპოლიტიკური რყევები ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. 

თუ ანკარა მართლაც დახურავს აშშ-ის საავიაციო ბაზებს, უპირველეს ყოვლისა, გაჩნდება ამერიკული В-61 ბირთვული საავიაციო ბომბების ევაკუირების აუცილებლობა. პენტაგონი მთლიანად აკონტროლებს ამ იარაღს (ინჯირლიკის ბაზაზე) და მის 12-ნიშნა კოდებს ცივი ომის დროიდან მოყოლებული. В-61 საავიაციო ბომბების გამოწვევა თურქეთის ტერიტორიიდან უკავშირდება არაერთ ტექნოლოგიურ სირთულეს და ეს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ალიანსის ფაქტობრივი დასრულების ტოლფასი იქნება. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, არასტაბილურ სიტუაციაში В-61 ბომბები შეიძლება პრეზიდენტ ერდოღანის „მძევლები“ აღმოჩნდნენ.

ინჯირლიკი - ახლო აღმოსავლეთში თურქეთ-აშშ-ის ყველაზე მსხვილი ბაზაა, რომელსაც ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. აქ, სამხრეთის პროვინცია ადანაში, მდებარეობს შტაბები, არსენალი, რადიონავიგაციის მოწყობილობა და მუდმივად მორიგეობენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები. 3000 მეტრის სიგრძის ასაფრენი ზოლი სტრატეგიული ბომბდამშენების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

 „ქურეჯიკის“ (მალათიას პროვინცია, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) ბაზაზე მდებარეობს ევროპაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილი - სარაკეტო დარტყმის წინასწარ აღმოჩენის რადარი, რომლის ტექნიკური უზრუნველყოფაც პენტაგონის სპეციალისტებს აბარიათ. თურქეთში მდებარეობს ათობით ამერიკული სამხედრო ობიექტი, რომელიც შეიძლება დაზარალდეს დომინოს პრინციპით. 

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანის მუქარა: თურქეთი აშშ-ში ინდიელთა გენოციდს აღიარებს

საბერძნეთმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, განათავსოს თავის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები იმ შემთხვევაში, თუ მათ თურქეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. თუმცა ამ ოდენობის სამხედრო მოსამსახურეებისა და პენტაგონის ობიექტების განთავსებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მარტივი, სწრაფი და იაფი სიამოვნება არ არის. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო ბაზა სუდაში, კუნძულ კრეტაზე, ვიწრო სპეციალიზაციისაა, არის აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტი ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ამასთან, სუდას ბაზა და საბერძნეთის ძირითადი, სახმელეთო ტერიტორია ინჯირლიკის ბაზიდან დასავლეთით, 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საოპერაციო სივრცის ამ ნაკლის კომპენსაცია კი შეუძლებელია.

გაცილებით უფრო იოლია აშშ-ის მეხუთე თაობის გამანადგურებლების ჩანაცვლება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია თურქეთისთვის F-35-ის ალტერნატივის შეთავაზება, თუ აშშ ამ სისტემას თურქეთს აღარ მიჰყიდის. С-400-ის შეძენის შემდეგ თურქეთის პოლიტიკური ხელისუფლება სწავლობს რუსული მრავალმიზნიანი გამანადგურებლების - 4++ თაობის Су-35-ისა და მეხუთე თაობის Су-57-ის შესაძლებლობებს.

ყველა ახალი ამბავი
0