მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის სამხედრო ბაზები თურქეთში: პენტაგონი ანკარის მუქარას პასუხობს

© REUTERS / Tobias Schwarz/Poolინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა თურქეთში
ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენატის მიერ ანკარისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. პენტაგონი მიმართავს ძალისხმევას, რათა ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ანკარის განცხადების შემდეგ თურქეთთან ურთიერთობები შეინარჩუნოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

საჰაერო თავდაცვის რუსული კომპლექსი c-400 - Sputnik საქართველო
თურქეთი არ აპირებს, უარი თქვას რუსულ C-400-ზე: მინისტრის განცხადება

მანამდე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ანკარის მიმართ დაწესებული ამერიკული სანქციების საპასუხოდ აშშ-ს ინჯირლიკისა და კიურეჯიკის სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა.

„თურქეთში ჩვენი ძალების სტატუსს განვიხილავთ როგორც ათობით წლიანი ვალდებულების სიმბოლოს – ვიმუშაოთ და დავეხმაროთ თავდაცვაში ჩვენს ნატოელ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს... სამინისტრო მიმართავს ძალისხმევას, შეინარჩუნოს ეს ურთიერთობები და, ამასთან, წაახალისოს თურქეთი უფრო კონსტრუქციული პოლიტიკისადმი С-400-ისა და სირიის საკითხებში და ასევე სხვა ასპექტებში, სადაც რაიმე უთანხმოება არსებობს“, — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლს ავღანეთის, კოსოვოსა და ასევე ერაყის საკითხებში.

თურქეთის სამხრეთში მდებარე ავიაბაზა ინჯირლიკით ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები სარგებლობს, ხოლო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კიურეჯიკის ბაზაზე დისლოცირებულია სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების რადიოლოკაციური სადგური, რომელიც ევროპაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილია.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდება. ვაშინგტონი ითხოვს გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა. ერდოღანის თქმით, C-400 მოქმედებაში სრულად 2020 წლის აპრილიდან შევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0