სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

© photo: Sputnikპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა საშობაოდ შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის მსჯავრდებული

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს, იუწყება პირველი არხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმართა ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება.

გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
მეუფე ნიკოლოზი: მგონია, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, ამ დროისთვის უცნობია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

ნინო ბურჯანაძე: შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა >>

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. შეწყალების ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

წმინდა სინოდმა 31ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0