მკვლელობა თუ სუიციდი: ზუგდიდის რაიონში ჩამომხრჩვალი ქალის ქმარი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებდა.

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ შამგონაში მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 30 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. როგორც გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები აცხადებენ, ინციდენტს წინ ცოლქმრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, სიძეს ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.

ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი ქმრის ნათესავის, სოფლის რწმუნებულის სახლის მახლობლად, ბოსელი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0