მოთოვს თუ არა თბილისში საახალწლოდ

გამოწერა
ახალი წლის ღამეს საქართველოს დედაქალაქში აცივდება, თუმცა სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ თბილისში რაიმე ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისში მოღრუბლული უნალექო ამინდი იქნება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გარემოს სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ.

თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება >>

„არსებული პროგნოზებით, საახალწლოდ თბილისში თოვლი არ იქნება. რაც შეეხება ტემპერატურას, პირველი იანვრიდან ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, ამიტომ საკმაოდ აცივდება“, - განაცხადა ქოქოსაძემ.

დასავლეთ საქართველოში 31 დეკემბერს საღამოს გაწვიმდება. რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს - შიდა ქართლს, გორს, მუხრანს, აგარას, - იქ 1 იანვარს წვიმებია მოსალოდნელი.

ამგვარად, საახალწლოდ თოვლი მხოლოდ საქართველოს მაღალმთიანეთის მოსახლეობას გაახარებს.

ყველა ახალი ამბავი
0