თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო მთებში შესაძლებელია ზვავსაშიშროების წარმოქმნა და ასევე მეწყრული პროცესების ფორმირება.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ახალი წლის წინა დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პარასკევის ღამიდან შაბათის დილამდე ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში იქნება უხვი ნალექი.

სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. შავ ზღვაზე შტორმის ძალა 3-4 ბალს მიაღწევს. 

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი შეიძლება გახდეს

შაბათსა და კვირას ღამით მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო მთებში შესაძლებელია ზვავსაშიშროების წარმოქმნა და ასევე მეწყრული პროცესების ფორმირება.

უქმეებზე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა პლუს 8-13 გრადუსი იქნება, ზოლოდ დასავლეთ საქართველოში — პლუს 11-16 გრადუსი. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა — ნორმის ფარგლებში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში, როგორც წესი, ჰაერი 5-7 გრადუსამდე თბება, მთებში 0-2 გრადუსი ფიქსირდება, მაღალ მთებში კი — მინუს 4-2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0-2 გრადუსია, მთებში — მინუს 2-0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთებში — მინუს 5-3 გრადუსი.

ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში ბოლო წლებში 2011 წელს იყო, როდესაც საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 3-4 გრადუსი იყო, ხოლო აღმოსავლეთში — 0-1 გრადუსი.

რაც შეეხება თბილისს, 2014 წელს თერმომეტრის სვეტი მინუს 13,9 გრადუსამდე დაეცა, 1883 წელს კი მინუს 24 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0