თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთი თოფურიასთან ურთიერთობებზე პირველად საჯაროდ ისაუბრა მისმა რჩეულმა, დიპლომატმა ლევ დენგოვმა, რომელიც ლიბიაში დარეგულირების საკითხებში რუსული კონტაქტური ჯგუფის ხელმძღვანელია.
ვინ არის ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც ქეთა თოფურია ხვდება – ფოტოები >>
როგორც აღმოჩნდა, წყვილი უკვე რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობს.
„მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ, ჯანმრთელად და ბედნიერად ვართ“, - უამბო დენგოვმა РИА Новости-ს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ქეთის შესაძლო ორსულობასთან დაკავშირებით, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „სხვა დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა პირადი თუ ეთიკური ხასიათის მოსაზრებების გამო“.
„თუ სიახლეები გვექნება, აუცილებლად გაცნობებთ“, - შეპირდა სააგენტოს დენგოვი.
ურთიერთობების შესახებ პირველი ალაპარაკდა ქეთა თოფურია, რომელმაც თავის შეყვარებულთან ერთად ფოტო ატვირთა. ეს იყო შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც მისი შეყვარებულის სახე არ ჩანდა. სწორედ ეს იყო ლევ დენგოვი.
ვინ არის ლევ დენგოვი
ბიზნესმენის ნამდვილი სახელი პაველ გუზბანდია. ამ სახელით ის ცნობილი გახდა 2000-იან წლებში მუსიკალური კოლექტივის - „არბატის“ წყალობით.
ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა ნამდვილ ჰიტად იქცა, პაველი კი რაღაც დროით მინსკის ესტრადის სექს-სიმბოლო გახდა. წარმატების მიუხედავად, მან უარი თქვა მომღერლის კარიერაზე, თუმცა მინსკის სელებრითების ცხოვრებაში მონაწილეობას აგრძელებდა.
როგორც ჩანს, დენგოვმა სახელი და გვარი მაშინ შეიცვალა, როდესაც დიპლომატიური კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ახლა ლევ დენგოვი ლიბიაში დარეგულირების საკითხებში რუსული კონტაქტური ჯგუფის ხელმძღვანელია.
ქეთა თოფურიას გაცნობამდე დენგოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. 2013 წელს ის დაშორდა თავის პირველ ცოლს, რომელთანაც მას ვაჟი ლეონიდი ჰყავს. მეორე მეუღლესთან 2015 წელს შეეძინა გოგონა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა. ამის შემდეგ ეს ქორწინებაც დასრულდა.