Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას პირველი კომენტარი მის ორსულობაზე – მომღერალი უცნობ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა საკუთარი შეყვარებულის ვინაობა დაახლოებით ორი თვის წინ გაასაჯაროვა და ახალ ვიდეოში ჩანს, რომ წყვილი უკვე ერთად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ცოტა ხნის წინ გადაღებულ ახალ ვიდეოში კი ქეთას თითქოს ეტყობა მუცელი.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება მუდმივად ხვდება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ კი Instagram-ზე გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. ტაბლოიდებმა მალე გაარკვიეს, რომ ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

„მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო დენგოვის ოჯახის წევრები და მას მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო. ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას: „მინდა რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი“.

ცოტა ხნის წინ ქეთას ახალი ვიდეო კონცერტიდან Instagram-ის მომხმარებლების განხილვის საგანი გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ეჭვობენ, რომ მომღერალი მეორე შვილს ელოდება. „მეჩვენება თუ ორსულადაა?“, „ქეთა კიდევ ერთხელ გახდება დედა!“, „მგონი მეორედ გახდება დედა“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში. ქეთამ გავრცელებულ ინფორმაციას Instagram-ის „სთორიში“ ფოტოთი უპასუხა, სადაც მოკლე ტოპშია და ასე აჩვენა ხელმომწერებს თავისი ბრტყელი მუცელი.

ყველა ახალი ამბავი
0