მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ალმათში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

© photo: Sputnik / Timur Batyrshin / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მძიმე დროს საქართველო მხარს უჭერს ყაზახ ხალხს, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალმათში პარასკევს, 27 დეკემბერს დილით მომხდარი ავიაატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არის მსხვერპლი – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან>>

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 07:22 საათზე მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც ქალაქ ნურ-სულტანის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და მიწაზე ორსართულიან ბეტონის ნაგებობას შეეჯახა. თვითმფრინავში 98 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი – ეკიპაჟის წევრი. დაიღუპა 12 ადამიანი.

„ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფა ნამდვილი ტრაგედიაა. ვგლოვობთ ადამიანების დაღუპვას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო მხარს უჭერს ყაზახ ხალხს“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter–ში.

ავიაკატასტროფის შედეგად დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი.

შემთხვევის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი და მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0