ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არის მსხვერპლი – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

© photo: courtesy of Committee on Emergencies of the Ministry of Internal Affairs of Kazakhstan / გადასვლა მედიაბანკშიავიაკატასტროფა ყაზახეთში
ავიაკატასტროფა ყაზახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავმა, რომელიც ქალაქ ნურ-სულტანის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და ორსართულიან ბეტონის ნაგებობას შეეჯახა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ალმათში ავიაკომპანია Bek Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 07:22 საათზე მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც ქალაქ ნურ-სულტანის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და მიწაზე ორსართულიან ბეტონის ნაგებობას შეეჯახა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 93 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, უცხო ქვეყნების მოქალაქეები უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან. პოლიციის ინფორმაციით, ყველა უცხოელი ცოცხალია.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. 18 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენამდე ავიაკომპანია Bek Air მუშაობას აჩერებს. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ავიაკომპანიებთან და დღეს დაგეგმილი რეისების მგზავრებს მათ თვითმფრინავებში ანაწილებს.

შემთხვევის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი და მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0