რუსეთმა საქართველოსთან „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკების იდეა არ მოიწონა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთ-საქართველოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობების გამო სინანული გამოთქვა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“ უშუალოდ უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან მიმართებით კი განსახვავებული პრობლემა დგას, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა >>

სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟენევის მოლაპარაკებით, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. პრეზიდენტის თქმით, ჟენევის მოლაპარაკება არის ტექნიკური ფორმატი, ამიტომ უფრო სასარგებლო იქნებოდა დიალოგის წარმართვა „ნორმანდიული ფორმატის“ მსგავსი ვარიანტით.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
რუსმა დეპუტატმა „ნორმანდიული ფორმატით“ საქართველოსთან დიალოგის იდეას თავისებური უწოდა

„ნორმანდიული ფორმატი უნიკალურია და ის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული უკრაინის შიდა კონფლიქტის დარეგულირების საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა. აქ კი საუბარია რუსეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე... პრობლემის სტრუქტურა განსახვავებულია, ამიტომ თითოეულ სტრუქტურას საკუთარი ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს“, – ციტირებს პესკოვს РИА Новости.

ამასთან პესკოვმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები სასურველთან შედარებით უარესია.

მისი თქმით, ურთიერთობების გაუარესება „იმდროინდელი ქართული ხელმძღვანელობის ძალზე არამეგობრული პოლიტიკით და აგრესიული ქმედებებით“ არის გამოწვეული.

„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი >>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა. ამ ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0