რუსმა დეპუტატმა „ნორმანდიული ფორმატით“ საქართველოსთან დიალოგის იდეას თავისებური უწოდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიფო სათათბირო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ დიმიტრი ნოვიკოვის სიტყვებით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, ძირითადად, ამ ორ ქვეყანას ეხება, უკრაინის შემთხვევაში კი განსაკუთრებული ვითარებაა

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი საქართველოსთან, უკრაინის მსგავსად, „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკების წარმოების საფუძველს ვერ ხედავს, იუწყება РИА Новости.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა >>

სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟენევის მოლაპარაკებით, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკება არის ტექნიკური ფორმატი, ამიტომ უფრო სასარგებლო იქნებოდა დიალოგის წარმართვა „ნორმანდიული ფორმატით“.

„ეს ორი პრინციპულად განსხვავებული ისტორიაა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება და, ვფიქრობ, „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებით, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად ყურით მოთრეული თემაა“, - აღნიშნა ნოვიკოვმა.

საქართველოში გაჟღერებული იდეა, მისი თქმით, არის „საკმაოდ თავისებური, ვინაიდან ეს პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, ეხება ორ ქვეყანას და ისინი ორმა ქვეყანამ უნდა გადაჭრას“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი

 

რაც შეეხება უკრაინას, იქ დღემდე გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. ლუგანსკსა და დონეცკში კი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმები ჩატარდა.

„ამას უკრაინის მხარე არ ეთანხმება, რუსეთის მხარე კი ვერ დაეთანხმება ვითარების გადაჭრის იმგვარ მეთოდებს, როდესაც შეიძლება განხორციელდეს ამ ტერიტორიების მოსახლეობის გენოციდი“, - აღნიშნა ნოვიკოვმა.

მისი სიტყვებით, რუსეთის პოზიცია განპირობებულია, პირველ რიგში, იმით, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს, მეორეც, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ცხოვრობს უამრავი რუსეთის მოქალაქე, რომლებზეც რუსეთი პასუხისმგებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0