საქართველოს მწერალთა სახლში საუკეთესო ნორჩი ესეისტები დაასახელეს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა ბიბლიოთეკაში
გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესეების კონკურსის მიმართ მოსწავლეების ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ორგანიზატორები ფიქრობენ, ის წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ მოაწყონ.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მწერალთა სახლში გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია მწერალთა კავშირის გევრდზე Facebook-ში.

საგანმანათლებლო კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც მწერალთა სახლის თანამშრომლები იყვნენ, 500-მდე ესე განიხილა და მათგან 12 საუკეთესო შეარჩია.

პროექტის მენეჯერის ნინო ბექიშვილის თქმით, მოსწავლეებს შორის კონკურსის მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ მწერალთა სახლში ფიქრობენ, კონკურსი წელიწადში ორჯერ ჩაატარონ.

მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
„ნიკასთვის" - მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს

„შეინიშნება ტენდენცია, როცა განსაკუთრებით აქტიურად თავს სოფლის სკოლების მოსწავლეები წარმოაჩენენ. უნდა ვთქვა, რომ 12 საუკეთესო ესეს შორის ორი მათგანის ავტორი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს პედაგოგების დამსახურებაა", – აღნიშნა ნინო ბექიშვილმა.

ლიტერატურული პროექტი ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება.

წელს პირველი, მეორე და მესამე პრემიის მფლობელებს წიგნების მაღაზიების 500, 400 და 200 ლარის ვაუჩერები გადასცეს. საუკეთესო ესეების ავტორები კი გახდნენ უფროსკლასელები თეა ჭელიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკიდან, გიგი მირზიაშვილი მცხეთიდან და ანა შამათავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოდან.

ყველა ახალი ამბავი
0