„ნიკასთვის" - მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს

© photo: Sputnik / Stringerმწერალთა სახლი
მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა აგლაძეს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში. ახლა ნიკას კიდევ ერთი სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება გერმანიაში

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 22 დეკემბერს მწერალთა სახლის ინიციატივით ახალგაზრდა ისტორიკოსის, ლიტერატორისა და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?" მოთამაშის ნიკა აგლაძის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება.

ნიკა აგლაძეს თავის ტვინის კავერნომა დაუდგინეს. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად ის საჭიროებს სასწრაფო ნეიროქირურგიულ ჩარევას უკვე გერმანიაში.

სიმფონიურიო ორკესტრი ფრანკფურტში - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

მწერალთა სახლის ინიციატივას შეუერთდნენ ქართველი მხატვრები, მწერლები, პოეტები, ლიტერატორები, ნიკას კოლეგები.

აუქციონზე გაიყიდება თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების სამახსოვრო ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

„აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - აცხადებენ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0