მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა: დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსში, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, 17 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ქართულმა მხარემ რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანის მიზნით ორი ავტობუსი გაუშვა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე.

რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსეთში ავარიაში დაშავებულ ქართველებს შორის ხუთი წლის ბავშვია

ავარია ხუთშაბათს ლიპეცკის ოლქის სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარკინოს მახლობლად მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე. ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო მოცურდა და გადაბრუნდა.

პირველადი ცნობით, ავტობუსში სულ 19 მგზავრი, მათ შორის ბავშვი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი მამაკაცი (50 და 58 წლის), უმეტესობამ კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში რვა ადამიანია მოთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან, სადაც მოათავსეს დაშავებულები.

ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“: +79269262740.

ყველა ახალი ამბავი
0