რუსეთში ავარიაში დაშავებულ ქართველებს შორის ხუთი წლის ბავშვია

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო პირის საკუთრებაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსის მგზავრები რაიონულ ცენტრ სტანოვოეში გასათბობად და დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ცხრა ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი დაშავდა ლიპეცკის ოლქში მოყინულ ტრასაზე ამოტრიალებულ ავტობუსში, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, განუცხადა РИА Новости-ს რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ავტოავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე М-4 „დონ“ ტრასის 356-ე კილომეტრზე, სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარლუკინოს მახლობლად მოხდა. მოყინულ ტრასაზე ამოტრიალდა ავტობუსი მოსკოვი-თბილისი, რომელშიც 17 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა.

„ტრავმები ცხრა ადამიანს აქვს მიღებული, მათ შორის არის 2014 წელს დაბადებული ბავშვი“, – განუცხადა სააგენტოს საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.

სასწრაფო  - Sputnik საქართველო
რუსეთში ავტობუსი მოსკოვი-თბილისი ამოტრიალდა: დაღუპულია საქართველოს ორი მოქალაქე

მისი თქმით, ხუთი დაშავებული ქალაქ ელცის ნომერ პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ორი - მძიმე მდგომარეობაში, სამი - საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია. ბავშვი ელცის ტრავმატოლოგიურ პუნქტშია გადაყვანილი.

სტანოვლიანსკის რაიონის ერთიანი მორიგე სადისპეტჩერო სამსახურის მონაცემებით, ავტობუსში სულ 17 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

ლიპეცკის ადმინისტრაციის მონაცემებით, ავტობუსის მგზავრები რაიონულ ცენტრ სტანოვოეში „გასათბობად და დახმარების აღმოსაჩენად“ გადაიყვანეს. ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის და საქართველოშია რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0