ახალმთვარეობა 26 დეკემბერს: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© REUTERS / Jason Reedმთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ახალმთვარეობა განსაკუთრებული დროა, როდესაც სივრცის ენერგეტიკა იცვლება. 26 დეკემბრის ახალმთვარეობა მზის დაბნელებას ემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ მეტად უნდა ვიფრთხილოთ და გავითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები

ახალმთვარეობა თხის რქის ნიშანში ჩაივლის, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ამ დღის ენერგეტიკაზე – მიწის სტიქია ხომ დისჰარმონიაშია მთვარესთან. ასევე თხის რქის ნიშანში მოხდება მზის წრიული, ანუ რკალური დაბნელება.

მზის დაბნელება - Sputnik საქართველო
მზის დაბნელება 26 დეკემბერს: უმნიშვნელოვანესი დღის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

დაბნელება თხის რქის ნიშანში ყოველთვის დიდი რისკია მათთვის, ვინც არ უკვირდება სათქმელს და მთელი ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავზე გადააქვს.

ახალმთვარეობისა და მის დაბნელების დღეს იღბალი მასთან იქნება, ვინც არ ჩქარობს დასკვნების გამოტანას და აქტიური მოქმედებებისთვის შესაფერის მომენტს ელოდება. უსიამოვნებებისთვის გვერდის ავლა შეიძლება, თუ არ აჰყვებით ემოციებს და თავის შეკავებას ისწავლით.

გაეცანით ასტროლოგების რჩევებს, როგორ სჯობს მოქმედება 26 დეკემბერს – ახალმთვარეობის დღეს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები და იოლად გადალახოთ გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები.

ყველა ახალი ამბავი
0