მზის დაბნელება 26 დეკემბერს: უმნიშვნელოვანესი დღის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

გამოწერა
დაბნელება საკმაოდ იშვიათი, მაგრამ ძალზე საშიში მოვლენაა. ამასთან, 2019 წლის მიწურულს მზის წრიული დაბნელება გველოდება. როგორ იმოქმედებს ის ზოდიაქოს ნიშნებზე, ამაზე ასტროლოგები გვესაუბრებიან

26 დეკემბერს მზის წრიული დაბნელება მოხდება. მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ჩადგება. წრიული (რკალური) დაბნელება ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწიდან საკმაოდ მოშორებით იქნება, ამიტომ მისი დისკო მზეს მთლიანად ვერ დაფარავს, არამედ მთვარე მზეში „მოექცევა".

მზის დაბნელების ნახვა ყველასთვის შესაძლებელი არ იქნება. მისი დაკვირვება შეიძლება საუდის არაბეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ მისი ენერგეტიკული გავლენა მთელ მსოფლიოზე იქნება საგრძნობი.

ასტროლოგების ზოგადი რჩევები

მზის დაბნელება თხის რქის ნიშანში მოხდება, ანუ, მიწის სტიქიის ეგიდით ჩაივლის. ეს ნეგატიური შერწყმაა, რომელმაც უამრავი უსიამოვნება შეიძლება მოიტანოს ფინანსურ სფეროში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

პირველ რიგში, საჭიროა დადებითი სახლის ენერგეტიკის შექმნა. ამისთვის 26 დეკემბერს დილით ადრე, ან 25-ში სახლის დალაგება უნდა მოასწროთ. დროა, გადაყაროთ უსარგებლო ნივთები. ასევე უნდა მოაწესრიგოთ სამუშაო ადგილი.

ადამიანებთან ურთიერთობებში 26 დეკემბერს დიდი გაუგებრობებია მოსალოდნელი. დაბნელება თხის რქის ნიშანში ყოველთვის დიდი რისკია მათთვის, ვინც არ უკვირდება სათქმელს და მთელი ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავზე გადააქვს. ეგოისტური ქცევა პროვოკაციულში არ უნდა გადაიზარდოს. ამასთან, საჭიროა „არას" თქმა, როდესაც ისეთ რამეს გთხოვენ, რომელიც დროს სხვებისთვის მნიშვნელოვან საქმეზე დაგაკარგვინებთ და თქვენი საქმე, შესაძლოა, ვერ დაამთავროთ.

ძალზე საშიში გრძნობა-ემოცია გახდება შური, ეჭვიანობა, წყენა. სასიყვარულო კავშირში ამან, შესაძლოა, შეყვარებულები ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. თუ რაღაც ბზარი გაჩნდა, სჯობს, სკანდალის პროვოცირება არ მოახდინოთ.

ფინანსურ სფეროში ასტროლოგების სტანდარტული, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ. ამ დღეს არ დახარჯოთ ბევრი ფული, არ იყიდოთ დაუფიქრებლად არაფერი. ამ დროს აქტიურდებიან თაღლითები, მატყუარები, ამიტომ იფრთხილეთ.

მზის დაბნელების გავლენა ადამიანებზე მოქმედებს მის დადგომამდე და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძლიერი გავლენა თვითონ 26 დეკემბერს იქნება.

ამ დღეს არ ღირს ამბიციური გეგმების დაწყობა. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას.

ვერძი

ვერძებს გარშემომყოფებისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება შეიქმნას. თქვენ გიჭირთ თავშეკავება, როდესაც საქმე პირად მოსაზრებას ეხება, ემოციური აფეთქებები ცუდად აისახება ურთიერთგაგებაზე. უნდა გააცნობიეროთ, რომ შესაძლებელია კამათი, ვინმესთვის რამის დამტკიცება, მაგრამ ამისთვის სულ არაა აუცილებელი უხეშობა და სხვების დამცირება.

მთვარე ნიუ-იორკის ცაზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ დეკემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

კურო

მზის დაბნელების დღეს, შესაძლოა, საკუთარი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდეთ, ჩაიძიროთ წარსულში და აწმყო დაგავიწყდეთ. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ რეალური ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე წარსული, რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლით. კუროებს მზის დაბნელება მოგიტანთ სასიამოვნო პერსპექტივებს, თუ დაიწყებთ ახალი ადამიანების გაცნობას, დროს დაუთმობთ საკუთარ საჭიროებებს და შეეცდებით სანუკვარი ოცნების რეალიზებას.

ტყუპი

26 დეკემბერს დიდი სიფრთხილე გმართებთ. წარსული თავს მხოლოდ მოგონებებით არ შეგახსენებთ, არამედ, შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენთან ურთიერთობების აღდგენას შეეცდებიან. სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ, უნდ გააიხსენოთ მიზეზი, რომლის გამოც ეს კავშირი გაწყდა. ეს ახალი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამასთან, დაბნელების დღეს ბედმა, შესაძლოა, სიურპრიზი გაგიმზადოთ იმ საქმის სახით, რომელშიც შეცდომა დაუშვით - ახლა მისი გამოსწორების შანსი მოგეცემათ, ასევე, აქედან სათანადო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალზე ყურადღებით უნდა იყოთ ამ დღეს, რათა ხელიდან არ გაუშვათ რთულ საქმეებში გარკვევის შანსი. 26 დეკემბერს უფრო იოლია წარსულის შეცდომების გამოსწორება, ამისთვის უნდა შეინარჩუნოთ წონასწორობა და არ მისცეთ ემოციებს გონების ხმის ჩახშობის უფლება. შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი.

მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23–29 დეკემბრის პერიოდში

ლომი

ლომებს მზის დაბნელების დროს მარტოს, სხვებისგან დამოუკიდებლად მოგიწევთ პრობლემებთან გამკლავება. ასეთი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, განაწყენდეთ და გაბრაზდეთ კიდეც, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანოთ. მობილიზება მოახდინეთ შინაგანი რესურსების და ასე შეძლებთ ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავებას. შრომის საზღაურად დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ, რომელიც დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ.

ქალწული

ქალწულებს მზის დაბნელების დროს თქვენი თავაზიანობა გიშველით. მოგიწევთ უამრავი საქმის გაკეთება, უამრავ სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა ვალდებულების შესრულება, ადამიანებთან შეხვედრა და როდესაც გადაიღლებით, შესაძლოა, უხეშობის სურვილი გაგიჩნდეთ. უსიამოვნებების თავიდან აცილებაში მედიტაცია და თვითშთაგონება დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ, რომ თქვენი შრომის საზღაური შორს არაა - ჯაფა მალე დაგიფასდებათ.

CC BY 2.0 / Nakae / Annular solar eclipse 2012მზის დაბნელება
მზის დაბნელება 26 დეკემბერს: უმნიშვნელოვანესი დღის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - Sputnik საქართველო
მზის დაბნელება

სასწორი

მთვარისა და მზის მდგომარეობა ემოციებზე ძლიერ გავლენას ახდენს და სასწორები, შესაძლოა, კრიტიკას წააწყდეთ. ამ დაბნელების დროს ასტროლოგები გირჩევენ, თქვენი აზრები თქვენთვის შეინახოთ, რათა გაუგებრობებს არ წააწყდეთ და არაკეთილმოსურნეების მსხვერპლი არ გახდეთ. აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველა შენიშვნა და კრიტიკა კონსტრუქციული არ იქნება. თუ მოწინააღმდეგეები გამოჩნდებიან, მათ აუცილებლად მშვიდად უნდა მოუსმინოთ, რომ შემდეგ ასევე მშვიდ გარემოში გააანალიზოთ მათი სიტყვები.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

მორიელი

მორიელებს 26 დეკემბერის მზის დაბნელება პირად ცხოვრებაში გამოცდას მოგიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ იუხეშოთ და კომპრომისებზე წახვიდეთ, რათა გამორიცხოთ კონფლიქტები წვრილმანების გამო. ასეთ რთულ პერიოდში საჭიროა ერთმანეთის მხარდაჭერა. თქვენ მიხვდებით, რომ მშვიდობა ოჯახში ბედნიერი ცხოვრების გარანტია, ხოლო ჩხუბი - ათასი პრობლემის მიზეზი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა მზის დაბნელების დროს გონება უნდა მოიკრიბოთ და პასუხისმგებლობის გრძნობით განიმსჭვალოთ. ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ სიტუაცია ხელში აიღოთ და ლიდერი გახდეთ. კრეატიულობისა და აქტიური მოქმედებების წყალობით შეძლებთ კარგი რეპუტაციის მოპოვებასა და გაწეული ძალისხმევისთვის კარგი ჯილდოს მიღებას. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ეს დახმარება უკან დაგიბრუნდებათ რთულ პერიოდში.

CC BY 2.0 / Takeshi Kuboki / annular solar eclipseმზის დაბნელება
მზის დაბნელება 26 დეკემბერს: უმნიშვნელოვანესი დღის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - Sputnik საქართველო
მზის დაბნელება

თხის რქა

თხის რქებმა არ უნდა დაივიწყოთ, რომ გარშემომყოფებს შორის სხვისი აზრების წამკითხავი არ არიან, ამიტომ თუ რაღაც შიშები გაქვთ, სჯობს, ეს ახლობლებს გაუზიაროთ, რათა დროული დახმარება და მხარდაჭერა მიიღოთ. ასეთი ტაქტიკა ბევრი პრობლემისგან დაგიცავთ. ეცადეთ, მზის დაბნელების დღეს გულგახსნილი იყოთ და განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ პროფესიული თვალსაზრისით.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, მზის დაბნელების დღეს თავი შეიკავოთ არაფერი გლობალური არ წამოიწყოთ. ეს იმას უკავშირდება, რომ, შესაძლოა, უბრალოდ, საკუთარი ძალები ვერ გათვალოთ და საბოლოოდ, ჩიხში მოექცეთ. 25 და 26 დეკემბერს, სჯობს, მიმდინარე საქმეებს მიხედოთ, რათა გაათავისუფლოთ დრო ახალი წამოწყებებისთვის, როდესაც ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი დადგება.

თევზები

მზის დაბნელება თევზებს ოპტიმიზმითა და პოზიტივით აგავსებთ, რაც ასე აუცილებელია წლის ბოლოს. თუნდაც მხიარულების საბაბი არ გქონდეთ, ღიმილი არ უნდა მოიშოროთ სახიდან; კარგი განწყობა დაგეხმარებათ საქმეებთან უფრო იოლად გამკლავებასა და ნეგატივთან დაპირისპირებაში. ვისაც სიმტკიცე არ ჰყოფნის, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

ყველა ახალი ამბავი
0