„ახალ წელს მშიერი არავინ უნდა დარჩეს“ – რესტორან „ქვევრის“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება

გამოწერა
რესტორანი “ქვევრი” საახალწლოდ ახალი ინიციატივით გამოდის – ერთი მაგიდა მათთვის, ვისაც შია და საშუალება არ აქვს. ამის შესახებ დაწესებულების მენეჯერი სოციალურ ქსელში წერს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რესტორანი „ქვევრი“ ახალი წლის დღეებში მსურველებს უფასოდ დააპურებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ავრცელებს.

სალომე ბაკურაძე - Sputnik საქართველო
სალომე ბაკურაძემ ულამაზესი შვილი გამოაჩინა – ნახეთ ვის ჰგავს პატარა ბიჭუნა

მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე ფიქრობს, რომ ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს და სხვა რესტორნების მფლობელებსაც მოუწოდებს ანალოგიური ინიციატივისკენ.

„ამ ახალ წელს მშიერი არავინ არ უნდა იყოს! ჯერ ახალი წლის დღეებში და შემდეგ ალბათ ისედაც გავაგრძელებთ... Qvevri • „ქვევრში“ სულ იქნება ცალკე მაგიდა იმათთვის, ვისაც საჭმელი შია და საშუალება არ აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძე.

ყველა ახალი ამბავი
0