Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ბაკურაძემ ულამაზესი შვილი გამოაჩინა – ნახეთ ვის ჰგავს პატარა ბიჭუნა

© Photo: Salo Bakuradze / FBსალომე ბაკურაძე
სალომე ბაკურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალომეს და ნოდიკო ტატიშვილის ურთიერთობაზე დიდხანს საუბრობდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. სალომეს გათხოვების თემა წლების მანძილზე აქტუალური იყო.

35 წლის მსახიობი მსოფლიოში ყველაზე დაღლილ ადამიანსაც კი ენერგიულ ტალღაზე გადაიყვანს. მისი სამოყვარულო ვიდეოები, ან მუსიკალური კლიპები ბევრ ადამიანს მოსწონს. სცენაზე სალომეს გამოსვლა მაყურებლისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელი იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი რთულად ვითარდება, სალომეს სიმღერებს მილიონობით ადამიანი უსმენს. აღსანიშნავია მისი და ნოდიკო ტატიშვილის უკანასკნელი რომანტიკული დუეტი და სიმღერა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელმაც 12 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

პროექტ „ჯეოსტარსა“ და „ბრავოში“ მონაწილეობამ სალომე ბაკურაძე ყვითელი პრესის ფურცლებზე მოახვედრა. საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარს სალომე ბაკურაძის და სიმპათიური ნოდიკო ტატიშვილის დუეტი. დიდი ხნის მანძილზე ჭორები ვრცელდებოდა მათ სიყვარულზე, თუმცა მალე სალომე ბაკურაძე დაოჯახდა. მისი რჩეული პროდიუსერი ლაშა ბასლანაძე გახდა. ის GDS-ის ყოფილი თანამშრომელია. სიმპათიურ მამაკაცსა და პოზიტიურ სალომეს ვაჟიშვილი სამი წლის წინ შეეძინათ. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ბიჭუნა დედას ძალიან ჰგავს.

სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანაძის ვაჟის ნათლიებზეც კი დიდხანს საუბრობდნენ. პატარა ალექსანდრე ბასლანაძეს 9 ნათლია ჰყავს. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ტატა ხვედელიანი, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, შემსრულებელი ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალ თიკა მახალდიანის მეუღლე თემო პირველაშვილი, რომელიც ამავდროულად სალომეს ქმრის ლაშა ბასლანაძის მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერ ლაშა ბასლანაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა, სალომე და მისი მეუღლე კომფორტულად გრძნობენ თავს. წყვილი ლაშას პირველ შვილსა და ალექსანდრეს ერთად ზრდის.

ყველა ახალი ამბავი
0