ფოთის ქუჩებში თევზის სუნის პრობლემის მოგვარებაში მთავრობა ჩაერთო

© photo: Sputnik / Nika Latariaსოფლის მეურნეობის მინისტრი ფოთში აქციის მონაწილეებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ფოთში აქციის მონაწილეებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თევზის ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, იტყობინება “Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ფოთიდან.

ქალაქ ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო მუშაობს და უკვე 10 წელზე მეტია ქაფშიის რეწვის პერიოდში – ნოემბერ-თებერვალში ქალაქის ქუჩებში თევზის უსიამოვნო სუნი დგას. ამის გამო ფოთელებმა არაერთხელ გამოთქვეს პროტესტი. გუშინ კი 200-მდე მოქალაქემ ჯერ ფოთის მერიასთან გამართა საპროტესტო აქცია, მერე კი ბათუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. 

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით :  ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
რატომ ყარს ფოთი: მოქალაქეები ქალაქის ქუჩებში თევზის სუნს აპროტესტებენ

საპროტესტო აქციის გამო ფოთში სიტუაციის გასარკვევად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა. ფოთის მერიაში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის თევზის ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. მისივე თქმით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქალაქში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან. ამ წუთებში სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ფოთში არსებულ თევზის ქარხნებს ათვალიერებენ.

ყველა ახალი ამბავი
0