რატომ ყარს ფოთი: მოქალაქეები ქალაქის ქუჩებში თევზის სუნს აპროტესტებენ

© photo: Sputnik / Nika Latariaფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : "ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს" აქცია მიმდინარეობს
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით :  ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპორტო ქალაქ ფოთში 10 წელზე მეტია თევზის ოთხი საწარმო ფუნქციონირებს და გადამუშავების სეზონზე – ნოემბრიდან თებერვლამდე ქალაქში თევზის აუტანელი სუნი დგას.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში საპორტო ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

200-მდე ადამიანი ქალაქის ქუჩებში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების გამო არსებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებს.

„ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს!” – ამ ლოზუნგით აქცია ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქალაქის ქუჩებში ქაფშიის გადამუშავების სეზონზე – ნოემბერი-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია. ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობაც გადაიკეტა. 

© photo: Sputnik / Nika Latariaფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : "ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს" აქცია მიმდინარეობს
რატომ ყარს ფოთი: მოქალაქეები ქალაქის ქუჩებში თევზის სუნს აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : "ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს" აქცია მიმდინარეობს

ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი. ოთხივე კომპანიას გააჩნია თევზჭერის ლიცენზია, რომელთა მოქმედების ვადა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე იქნა გაგრძელებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფოთის მერის მოადგილე შეხვდა და საკითხის განსახილველად საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეები ვერ დაითანხმა, რადგან ისინი ქარხნების მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. 

 

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0