ხანძრები საქართველოში: ცეცხლი ატენის ხეობაში მიუვალ ტყეში გაჩნდა

© photo: Sputnik / Rouben Abrahamyan ხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება. რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების  ცნობით, ცეცხლი სოფელ ორმოცის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ტყეშია გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება.

რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძრის ათი აქტიური კერაა

ეს საქართველოს მასშტაბით ხანძრის უკვე მე-11 კერაა. ხანძარია სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ქვემო ქართლში, მარნეულში, თიანეთში, დუშეთში, წალენჯიხაში, მარტვილში, ვანში, ცაგერში, ლანჩხუთში.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებსა და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„ცხელი ზაფხულის შემდეგ საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მსგავს შემთხვევებში სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს და კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0