თბილისში უნიკალური თოჯინების გამოფენა იხსნება

© photo: Nana Kaulashvili / FBთოჯინების გამოფენა
თოჯინების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვარი ნანა ყაულაშვილი თავის ნამუშევრებს იაპონური მასალითა და ძველი ტექნიკის გამოყენებით ქმნის.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მეთოჯინის ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა სამშაბათს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში (Art Palace, ხელოვნების მუზეუმში) იხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნანა ყაულაშვილი და მისი უნიკალური თოჯინები. - Sputnik საქართველო
როდის იცვლიან თოჯინები სქესს და რატომ უბრაზდებიან მათ?

ნანა ყაულაშვილის პერსონალურ საშობაო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 30 თოჯინა. მისი ნაწარმოებები უნიკალურია იმით, რომ შესრულებულია ძველი ტექნიკის სტილში იაპონური მასალით.

გამოფენა ჯორჯ ბალანჩინის დარბაზში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ნანა ყაულაშვილი თავიდან პიანისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ოფთალმოლოგი გამოვიდა. თუმცა დღეს უცხოეთშიც კი იცნობენ, როგორც საოცარ მეთოჯინეს.

ყველა ახალი ამბავი
0