„ჩვენი დროის ადამიანები“ - საქართველოში ფენომენალურ პიროვნებებს ირჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashvili„ჩვენი დროის ადამიანები“
„ჩვენი დროის ადამიანები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში წარმოადგინეს იმ ადამიანთა პირველი ოცეული, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ირჩევენ 365 გამოჩენილ პიროვნებას, რომელთა შესახებ იქნება მოთხრობილი წიგნში სახელწოდებით „ჩვენი დროის ადამიანები“.

საქართველოს საუკეთესო მზარეულს „მასტერშეფი“ 1 იანვარს გამოავლენს >>

სამშაბათს საქართველოს დედაქალაქში წარმოადგინეს იმ ადამიანთა პირველი ოცეული, რომლებსაც ეს ტიტული ერგოთ. ეს არის სხვადასხვა პროფესიის ათი მამაკაცი და ათი ქალბატონი, მათ შორის არიან მოქანდაკე ნერსე ბაცაში, პოეტი ბელა შალვაშვილი, ეკოლოგი ავთანდილ ჩხიკვაძე და სხვ.

© Sputnik / Alexander Imedashviliგვანჯი მანიას ინიციატივით ახალი ნომინაციის „ჩვენი დროის ადამიანები“ დამტკიცება
„ჩვენი დროის ადამიანები“ - საქართველოში ფენომენალურ პიროვნებებს ირჩევენ - Sputnik საქართველო
გვანჯი მანიას ინიციატივით ახალი ნომინაციის „ჩვენი დროის ადამიანები“ დამტკიცება

გამოჩენილ პიროვნებათა ოცეული წარმოადგინა ქართველმა მხარეთმცოდნემ და ჟურნალისტმა გვანჯი მანიამ, ორგანიზაცია Giorgi Union-ის მხარდაჭერით.

„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოავლინა ადამიანები, რომელთა მიღწევები, რეკორდები და ფენომენები უტოლდება ან უკვე აღემატება არსებულ მსოფლიო რეკორდს. მაგალითად, აქ წარმოდგენილია ელენა აბაშიძე (98 წლის) - მეცნიერებაში ახალი მიმართულების ფუძემდებელი. მან შექმნა თეორია, როდესაც სხვა მეცნიერები მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცდებოდნენ”, - განაცხადა გვანჯი მანიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ეტაპობრივად წარადგენს ახალ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტიტული მიენიჭებათ, ხოლო თავად წიგნის გამოქვეყნება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება - ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0