თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ ადამიანის თავისუფლების ინდექსში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო – ქვეყანამ 41-ე პოზიცია დაიკავა, თუმცა წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთი საფეხურით გაუარესდა.
ინდექსი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლებები.
რეგიონში საქართველოსთან ყველაზე ახლოს არის სომხეთი, რომელმაც რეიტინგში 54-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვთ აზერბაიჯანს (121) და თურქეთს (122). რუსეთი 114-ე ადგილზეა.
ინდექსში ლიდერ პოზიციაზე არიან ახალი ზელანდია, შვეიცარია და ჰონგ-კონგი.
დიდი ბრიტანეთი მე-14 ადგილზეა, აშშ-ს მე-15 ადგილი ერგო, იაპონიას – 25-ე, იტალიას კი 32-ე. ბელარუსი რეიტინგში 92-ე ადგილზე განთავსდა.
რეიტინგის ანტიგმირები აღმოჩნდნენ იემენი (160), ვენესუელა (161) და სირია (162).
ინდექსი შედგენილია კატონის ინსტიტუტთან (ვაშინგტონი, აშშ), ფრეზერის ინსტიტუტთან (ვანკუვერი, კანადა) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ლიბერალურ ინსტიტუტთან (პოტსდამი, გერმანია) თანამშრომლობით.