წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე იყიდება

© photo: Sputnik / Stringerწყნეთის გზა
წყნეთის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასაყიდად გამოტანილი 89 988 კვადრატული მეტრი ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55,7 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დაბა წყნეთში, სტალინის, ფიროსმანისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო აგარაკები  აუქციონზე იყიდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენცია სვანეთში აუქციონზე გაიყიდა

89 988 კვადრატული მეტრი ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55,7 მილიონ ლარს შეადგენს.

წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გამოაცხადა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოაწყოს, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან

საპრივატიზაციო პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვ.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

ყველა ახალი ამბავი
0