პრეზიდენტის რეზიდენცია სვანეთში აუქციონზე გაიყიდა

© Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშისვანური კოშკები
სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
13,9 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს სასტუმრო, რომელიც აუქციონიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში უნდა აშენდეს

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7,5 მლნ ლარად გაიყიდა, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, რეზიდენცია აუქციონზე გაიყიდა საწყისი ფასით 1,8 მლნ ლარი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა

უკვე ცნობილია, რომ 13,9 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს სასტუმრო, რომელიც აუქციონიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში უნდა აშენდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმისათვის, რომ ბიზნესს ეფექტური ოპერირების საშუალება ჰქონდეს.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 150 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად კი უნდა შეიქმნას 2 500 ახალი სამუშაო ადგილი. ინვესტიციების მოსალოდნელი მოცულობა დაახლოებით 200 მლნ ლარს შეადგენს.

ხელისუფლებამ აუცქიონზე 6 სახელმწიფო ობიექტი გაყიდა >>

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებებს და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0