06:06 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (591)
13211

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო, მთავრობამ უკვე გაყიდა 8 მლნ ლარზე მეტი თანხის უძრავი ქონება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ითვალისწინებს ერთდროულად 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას.

„აუქციონისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესია, ამას ამტკიცებს ციფრები, პირველი არასრული კვირის შედეგები. აუქციონის ვებ-გვერდს 15 ათასი ნახვა აქვს, გაყიდულია 6 ობიექტი, რომელთა სასტარტო ღირებულება 6,4 მლნ ლარი იყო. თუმცა, მაღალი კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8,09 მლნ ლარად გაიყიდა“, – განაცხადა თურნავამ. 

მისი სიტყვებით, აუქციონის გზით ობიექტების შესყიდვის მიზნით უკვე დარეგისტრირებულია 100-ზე მეტი პრეტენდენტი.

თურნავამ დასძინა, რომ მზადდება ახალი, საკმაოდ საინტერესო ობიექტების სია, რომლებიც უკვე გაყიდულ ობიექტებს ჩაანაცვლებენ.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების საერთო საწყისი ფასი 150 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად უნდა შეიქმნას 2,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ინვესტიციის მოსალოდნელი ბრუნვა დაახლოებით 200 მლნ ლარს შეადგენს.

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრქუტურა, სასტუმროები და ა.შ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (591)

მთავარი თემები