უპრეცედენტო წინადადება: ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციოდ 100 ობიექტი გააქვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს ერთდროულად 100 ობიექტს შესთავაზებს საპრივატიზაციოდ, რაც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: პრივატიზაცია ლარის კურსს გაამყარებს

ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ ხვალ, 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.

„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სააგენტოს ვებ-გვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს-აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი. მისი თქმით, წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვ.

„ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება“, – აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0