საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე მატარებლის რეისი გააუქმა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრებს, რომლებმაც გაუქმებულ რეისებზე შეიძინეს ბილეთი, შეუძლიათ ის „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში დააბრუნონ - მათ ბილეთის საფასურის 100% აუნაზღაურდებათ

თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამშაბათს, 24 დეკემბერს, „საქართველოს რკინიგზა“ მსვლელობიდან რამდენიმე მატარებელს ხსნის, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.

მატარებელი ერევანი-თბილისი - Sputnik საქართველო
საახალწლოდ მატარებელი „თბილისი-ერევანი“ ყოველდღე ივლის

კერძოდ, გაუქმებულია რეისი თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი, ასევე ელექტრომატარებლების რეისები ხაშური-ზესტაფონი და ქუთაისი-საჩხერე.

აღნიშნული რეისები ოთხშაბათს, 25 დეკემბერს განახლდება. ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო ბილეთი, საშუალება აქვს დააბრუნონ ის „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასურის 100% ანაზღაურდება.

ყველა ახალი ამბავი
0