საახალწლოდ მატარებელი „თბილისი-ერევანი“ ყოველდღე ივლის

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმატარებელი ერევანი-თბილისი
მატარებელი ერევანი-თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ერევნიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 21:30 საათზე გავა, უკან კი 20:20 საათზე დაბრუნდება

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზა“ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე საგანგებო რეჟიმზე გადადის, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე იმოძრავებს - Sputnik საქართველო
რატომ არ მოძრაობენ სამგზავრო მატარებლები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე

„საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე  „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" საერთაშორისო მატარებელი ერევანი-თბილისი-ერევანი 2019 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე ყოველდღიურად იმოძრავებს", - ნათქვამია განცხადებაში.

იგი აღნიშნულია, რომ 15 იანვრის შემდეგ მატარებელი დაუბრუნდება თავის ჩვეულ სამუშაო გრაფიკს: გამგზავრება ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში და თბილისიდან - ლუწ რიცხვებში.

სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზას“ მართვაში 2008 წლის 13 თებერვალს გადაეცა. კონცესიური მართვის ვადა 30 წელს შეადგენს, 10 წლით პროლონგაციის უფლებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0