საქართველოში 23 გრადუსამდე დათბება

გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 23 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორშაბათსა და სამშაბათს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ნალექი შეიძლება მოვიდეს.

დასავლეთ საქართველოში სამშაბათსა და ოთხშაბათს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
როგორი ზამთარი გველოდება? სინოპტიკოსების პროგნოზი

ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +14-19 გრადუსამდე შემცირდება, ასევე შესუსტდება ქარი და 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ სამშაბათსა და ოთხშაბათს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ უნალექო. ჰაერი 14-19 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ამინდი გაუარესდება ხუთშაბათს – მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ტემპერატურა +12-17 გრადუსი იქნება, ქარის სიჩქარე - 8-13 მეტრი წამში.

დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ოთხშაბათ-ხუთშაბათის ღამეს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 11-16 გრადუსი სითბო. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ფოტოგამოფენა: არქტიკა: ახალი საზღვრები - Sputnik საქართველო
თბილისში გლობალური დათბობის შესახებ გამოფენა გაიმართება

ზოგადად, ამ ზამთარს ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოში ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა – ნორმის ფარგლებში.

ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5-7 გრადუსია, მთაში – 0-+2, მაღალ მთაში კი - -4-2. აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბლობში საშუალო ტემპერატურაა 0-+2 გრადუსი, მთაში – -2-0, მაღალ მთაში – -5-3 გრადუსი.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო ხანებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 3-4 გრადუს სითბოს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში – 0-1 გრადუსს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 2014 წელს, მაშინ თერმომეტრი მინუს 13,9 გრადუსს აჩვენებდა. 1883 წელს დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდე დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0