თბილისში გლობალური დათბობის შესახებ გამოფენა გაიმართება

© photo: National Geographic Magazine / FBფოტოგამოფენა: "არქტიკა: ახალი საზღვრები"
ფოტოგამოფენა: არქტიკა: ახალი საზღვრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება არა მარტო უნიკალური კადრების დათვალიერება, არამედ პროექტის ავტორების გაცნობაც.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში თბილისის ყოველწლიური ფოტოგამოფენის ფარგლებში 13 სექტემბერს გაიხსნება გლობალური დათბობისა და ეკოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „არქტიკა: ახალი საზღვრები", ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ოთარ იოსელიანი - Sputnik საქართველო
გლობალური დათბობა, კადილაკი, უილიამ მერდოკი და ოთარ იოსელიანი - 21 აგვისტო

ერთობლივი პროექტის „არქტიკა: ახალი საზღვრების" ავტორები არიან საერთაშორისო სააგენტო NOOR-ის ორი ნიჭიერი ფოტოგრაფი, რუსი იური კოზირევი და ჰოლანდიელი კადირ ვან ლოჰუიზენი (Kadir van Lohuizen).

კოზირევმა და ვან ლოჰუიზენმა დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში იმოგზაურეს, დოკუმენტურად დააფიქსირეს ციმბირის, შპიცბერგენის, გრენლანდიის, კანადისა და ალასკის ცხოვრება. კადირმა დასავლეთ ნახევარსფერო, იურიმ კი რუსეთის ტერიტორია გამოიკვლია.

თავიანთი ექსპედიცია ფოტოგრაფებმა 2018 წელს ერთობლივად დაიწყეს და შედეგად უნიკალური ფოტოების გადაღება შეძლეს. ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათი ერთობლივი ფოტოპროექტი ადამიანებს გამოაფხიზლებს და დაანახებს, თუ რამდენად სწრაფად დნება ყინული და რა ეფექტი აქვს ამ მოვლენას მთელი პლანეტისთვის.

Tbilisi Photo Festival 2019 - Sputnik საქართველო
ფოტოფესტივალი, რომელიც თანამედროვე სამყაროს პრობლემებზე დაგაფიქრებთ

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობისას ფოტოგრაფები შეეხნენ არა მარტო ბუნების, ტემპერატურისა და კლიმატის საკითხებს, არამედ იმას, თუ როგორ მოქმედებს კლიმატური ცვლილებები ადამიანებზე, ასევე გეოპოლიტიკისა და არქტიკის მილიტარიზაციის თემებს.

თბილისში ფოტოგამოფენა „არქტიკა: ახალი საზღვრები" ძველ თბილისში, ლეღვთახევის რაიონში 19:00 საათზე გაიხსნება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ არა მარტო დაათვალიერონ ნამუშევრები, არამედ გაიცნონ პროექტის ავტორები – შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში 15 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

მეათე საიუბილეო Tbilisi Photo Festival-ი 12 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალი დაარსების დღიდან მიზნად ისახავს გახდეს აზიელი, ირანელი, თურქი, რუსი თუ ევროპელი ფოტოგრაფების შეხვედრის მთავარი ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0