„პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა: მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან დიალოგის მომხრეა

© photo: courtesy of "Alliance Patriot Georgia"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვა
საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულ მცხოვრებთა 76,7% სამხედრო მიუმხრობლობის მომხრეა, ხოლო 76% – რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების, ამტკიცებს „პატრიოტთა ალიანსი“.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 211 ათასი გამოკითხულიდან 160,4 ათასი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.

ირმა ინაშვილი: ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში >>

ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამხედრო მიუმხობლობისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. პარტიის ინფორმაციით, ქუთაისში გამოიკითხა 78 ათასი მოქალაქე, ბათუმში – 77 ათასი, რუსთავში – 56 ათასი ადამიანი.

გამოკითხვის მონაცემებით, ქუთაისში 83% მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრომლობას, ანუ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოდელს, რომელიც მოქმედებს ავსტრიაში, შვეიცარიაში, შვედეთსა და ფინეთში. გამოკითხულთა 11%-მა თავი შეიკავა და მხოლოდ 5,2% წინააღმდეგია.

ბათუმში გამოკითხულთა 69% მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, თავი შეიკავა რესპონდენტთა 16%-მა და 15% იყო წინააღმდეგი.

მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მიტინგი გამართა

რაც შეეხება რუსთავს, გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, თავი შეიკავა რესპონდენტთა 6%-მა და 15% იყო წინააღმდეგი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამტკიცებს, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 211 ათასმა ადამიანმა მიიღო. აქედან 76% (160,8 ათასი ადამიანი) მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, თავი შეიკავა რესპონდენტთა 12,4%-მა (26,1 ათასი ადამიანი) და წინააღმდეგი იყო 10,9% (23,2 ათასი ადამიანი).

გარდა ამისა, გამოკითხულთა 76%, ანუ 160,4 ათასი ადამიანი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

თარხან-მოურავის თქმით, იანვრის ბოლოდან „პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკითხვას აპირებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად მრავალი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. 2017 წლის ზაფხულიდან ამ პარტიის დეპუტატები პერიოდულად დადიან მოსკოვში და საკუთარი ინიციატივით შეხვედრებს მართავენ რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთან და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებთან.

ოპოზიციური პარტია ასევე წინააღმდეგია ნატოს მსგავს სამხედრო ალიანსებსა თუ ბლოკებში ქვეყნის ინტეგრაციისა და სამხედრო მიუმხრობლობის შენარჩუნების მომხრეა.

ყველა ახალი ამბავი
0