02:04 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
119 0 0

სპორტის სასახლის გავსებულ დარბაზში შეკრებილებს სიტყვით ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრება გამართა, იუწყებ პირველი არხი.

ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში >>

სპორტის სასახლის გავსებულ დარბაზში შეკრებილებს სიტყვით ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს.

„ჩემი მთავარი მიზანია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიყოთ ის მთავარი ძალა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილად ვართ. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში. აი, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა.

„დღესაც იყო შეხვედრა ელჩებთან, დილიდან ვიყავით შეკრებილი. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, არავითარი სავარძლები, არავითარი თანამდებობები, არავითარი გაყოფა მინისტრთა კაბინეტის და კოალიციები და ა.შ. დაისაჯონ დამნაშავეები, სააკაშვილები და ბოკერიები“, - მოუწოდა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ისევ ძალაშია პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მოქმედებს ცალკე, დამოუკიდებლად და არანაირ შეთანხმებას არ აპირებს დანარჩენ ოპოზიციასთან, რომელსაც „ბოროტებს“ უწოდებს. იგი არ უერთდება საპროტესტო აქციებს, რომელსაც სხვა ოპოზიციური ძალები და ახალგაზრდული მოძრაობები 14 ნოემბერიდან პარლამენტთან მართავენ და საკუთარ მომხრეებს სხვა ლოკაციებზე აგროვებს.

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ >>

„პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები პერიოდულად დადიან მოსკოვში და საკუთარი ინიციატივით შეხვედრებს მართავენ რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთან და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებთან. ვიზიტის მიზანი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მიზნით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ „პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ არ დააკმაყოფილა.

 

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები