ირმა ინაშვილი: დიპლომატების პოზიცია არის დიალოგის გაგრძელება და კონსესუსი

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმრო „ბილტმორში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი თეორიულ ჭრილში მიმდინარეობს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატების პოზიცია არის, დიალოგი გაგრძელდეს და პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უსუფაშვილი–ხაზარაძე–ჩიხრაძე: პოლიტიკოსები ახალ ალიანსს აყალიბებენ >>

განცხადება ინაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი თეორიულ ჭრილში მიმდინარეობს.

„როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს. ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი, ანუ ესადაგება თუ არა კონსტიტუციას გერმანული მოდელი, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, – მზად არის თუ არა ხელისუფლება და უმრავლესობა, რომ წამოვიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე“, - განაცხადა ინაშვილმა.
სასტუმეო „ბილტმორი“ - Sputnik საქართველო
„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო

ინაშვილის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი უმრავლესობა ხაზს უსვამდა იმას, რომ მზად არის პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი.

სასტუმრო „ბილტმორში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე ხუთი საათია მიმდინარეობს. ირმა ინაშვილის გარდა, ჯერჯერობით სხვა კომენტარი არავის გაუკეთებია. შეხვედრაზე გამოცხადდა შესვენება, თუმცა პოლიტიკოსები კონკრეტულ შედეგებზე საუბარს შეხვედრის ბოლოს აპირებენ.

შეხვედრაზე არ არიან მიწვეული ახალგაზრდული მოძრაობები და ორგანიზაციები, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

ყველა ახალი ამბავი
0