უსუფაშვილი–ხაზარაძე–ჩიხრაძე: პოლიტიკოსები ახალ ალიანსს აყალიბებენ

© photo: David Usupashvili Official / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლელოს“, „შენების მოძრაობასა“ და „ახალ მემარჯვენეებს“, რომლებმაც დღეს ალიანსის შექმნის თაობაზე გაავრცელეს განცხადება, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მომავალ არჩევნებზე პარტნიორები იქნებიან თუ ოპონენტები.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პარტია „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. ამის თაობაზე ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენზიაზე განაცხადეს.

„ჩვენ დღეს ვხსნით დიალოგს უკვე უფრო ფართოდ. ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ საარჩევნო პარტნიორები, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში, პარტნიორები უკვე პარლამენტში. მე თუ დღემდე ვიყავი დაკავებული „შენების“ მოძრაობის გაძლიერებით, დღეიდან ვიქნები დაკავებული ახალ ფორმატში ჩართული ადამიანების გაძლიერებით“, − აღნიშნა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, მომავალ არჩევნებში აღნიშნული პარტიები შესაძლოა ვიხილოთ როგორც პარტნიორებად, ისე კონკურენტებად, „მაგრამ ევროპული, თავისუფალი საქართველოსთვის მომავლის უზრუნველყოფა, ორპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა“ − ეს ახალი ალიანსის საერთო საქმე იქნება, რაზეც ისინი მუშაობას განაგრძობენ. 

უსუფაშვილის თქმით, ახალი ალიანსის წევრები ასევე დაინტერესებული არიან, სხვა გუნდებთანაც იმუშავონ „თანასწორ პარიტეტულ საწყისებზე“.

„ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული და ღია, ასეთივე თანასწორ პარიტეტულ საწყისებზე გავაგრძელოთ მუშაობა სხვა ორგანიზებულ გუნდებთან, იქნება ეს პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი. ასევე ინდივიდებთან, რათა ამ ქვეყანას არ გავუჩინოთ საფრთხე“, − განმარტა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ალიანსის შექმნით პარტიები გამოხატავენ მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს, „რომელიც უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი არსებული აწყმოს მიმართ და წარსულის დაბრუნებაც აშინებს“.

ყველა ახალი ამბავი
0