„აბასთუმნის შობა": თბილისში ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იხსნება

© Facebook / photo: Irakli Parjiani / FBირაკლი ფარჯიანი
ირაკლი ფარჯიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა, რომელმაც მთელი თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „გალერეა ბაია" (Baia Gallery) 25 დეკემბრიდან ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის გამოფენას უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა „აბასთუმნის შობა" 25 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება.

© photo: Irakli Parjiani / FBირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი
„აბასთუმნის შობა: თბილისში ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იხსნება - Sputnik საქართველო
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი

„გალერეა ბაია" უკვე 27 წელია, წელიწადში ორჯერ – მაისში და დეკემბერში ირაკლი ფარჯიანის გამოფენას მასპინძლობს. გალერეა მხატვრის დაბადების და გარდაცვალების თარიღს მისი პერსონალური გამოფენით ან ჯგუფურ ექსპოზიციაში მისი მონაწილეობით აღნიშნავს.

„2020 წელი – ფარჯიანის საიუბილეო წელია, 22 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა; წელს კი, 23 დეკემბერს მხატვრის გარდაცვალებიდან 28 წელი შესრულდება. გალერეა მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნა და იმ დროიდან ფარჯიანი გალერეის მხატვრად მოიაზრება. მისი ნამუშევრები ყოველთვის არის გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში", – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში მას უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია და ტრანსფორმაცია.

ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინება

ფარჯიანის შემოქმედების ყველა დინება, მოტივი, თემა, პერსონაჟი თუ სიმბოლოთა სისტემა საბოლოოდ რელიგიურ მხატვრობაში იყრის თავს და ეს მიმართულება მისი შემოქმედების საავტორო მოდელს ქმნის.

ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. 80-იან წლებში მან თვითონ დაიწყო მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადება და ამით საფუძველი ჩაუყარა მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.

მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლისა გარდაიცვალა.

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა „გალერეა ბაიაში“ ერთი თვე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0