ქართველი ჩოგბურთელი ქალი ლიმოჟის ტურნირზე ფინალში დამარცხდა

© courtesy of Oxana Kalashnikovaოქსანა კალაშნიკოვა
ოქსანა კალაშნიკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში ფინალში გასვლის წყალობით ქართველმა ჩოგბურთელმა გამოიმუშავა 95 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხა – 1,5 ათასი ევრო.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან წყვილში გეორგინა გარსია-პერესი/სარა სორიბეს-ტორმოს ესპანურ დუეტთან ლიმოჟში WTA-ს სერიის ტურნირზე წააგო.

ესპანელები პირველ სეტში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პარტია 6:2 მოიგეს. მეორე სეტში რუსულ-ქართულმა წყვილმა უკეთესად ითამაშა და მეტოქე წყვილს სათანადო ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. შედეგად – 6:7 და თასი პირენეის ნახევარკუნძულზე გაემგზავრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ბასილაშვილმა ქართველ მორაგბეებთან ერთად ივარჯიშა - ფოტო

ფინალში გასვლის წყალობით კალაშნიკოვამ გამოიმუშავა 95 სარეიტინგო ქულა და 1,5 ათასი ევრო.

ლიმოჟში ტურნირის დაწყებამდე კალაშნიკოვას აქტივში იყო 1390 სარეიტინგო ქულა. ის WTA-ს წყვილთა შორის რეიტინგში 63-ე ადგილზე იყო. უძლიერეს წყვილ ჩოგბურთელთა განახლებულ სიაში ქართველი სპორტსმენი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციებს და მეექვსე ათეულის მაღალ საფეხურს დაიკავებს.

ტურნირის გამარჯვებული ინდივიდუალურ შეჯიბრებაში კალაშნიკოვას მეწყვილე ეკატერინა ალექსანდროვა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0