ნიკა ბასილაშვილმა ქართველ მორაგბეებთან ერთად ივარჯიშა - ფოტო

© REUTERS / FABIAN BIMMERნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის - ავსტრალიის ღია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა და АТР-ს რეიტინგის 26-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართული რაგბის კლუბ „იუნკერის“ ვარჯიშში, ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ბასილაშვილის და „იუნკერების“ ერთობლივი ვარჯიში „ავჭალის“ სტადიონზე ჩვენი ჩოგბურთელის Australian Open-თვის მომზადების ფარგლებში გაიმართა. ეს იქნება „დიდი სლემის“ სერიიდან სეზონის პირველი ტურნირი, რომელიც მელბურნში 20 იანვარს იწყება.

ნოემბრის დასაწყისში ბასილაშვილს წარმატებით ჩაუტარდა მარჯვენა იდაყვის ოპერაცია. ტრავმა ჩოგბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში აწუხებდა, რის გამოც გასული სეზონის ბოლო არც ისე წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. ამან АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილის პოზიციაზე იმოქმედა. ქართველი სპორტსმენი მე-17 ადგილიდან 26-ზე ჩამოქვეითდა და 2020 წელს ასპარეზობას ამ პოზიციიდან დაიწყებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა >>

2019 წელს ბასილაშვილმა АТР 500-ს სერიის ერთი ტურნირი ჰამბურგში მოიგო (Hamburg European Open), ასევე ლიონში ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა. რაც შეეხება „დიდი სლემის“ ტურნირებს, ბასილაშვილმა ვერცერთ მათგანზე მესამე წრის სტადია ვერ გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0