უსუფაშვილი: საქართველო მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებით არ შემოიფარგლება

© photo: Sputnikდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსუფაშვილის განმარტებით, მათი ამომრჩეველი იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც არც მოქმედი ხელისუფლება მოსწონს და არჩევანის გაკეთება არც ძველ სახელისუფლო გუნდზე უნდა.

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ჩვენ ვეუბნებით მოქმედ ხელისუფლებასაც და ყოფილ ხელისუფლებასაც, საქართველო მათით არ შემოიფარგლება, განაცხადა ახალი პოლიტიკური პარტიის, „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა, იუწყება პირველი არხი.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
„ლელო საქართველოსთვის“: ვინ შეუერთდა ახალ პარტიას

დღეს ახალ პოლიტიკურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე  საზოგადოებრივი მოძრაობა  „შენების მოძრაობა“ და მისი ლიდერი დავით უსუფაშვილი შეუერთდნენ.

უსუფაშვილის განმარტებით, მათი ამომრჩეველი იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც არც მოქმედი ხელისუფლება მოსწონს და არჩევანის გაკეთება არც ძველ სახელისუფლო გუნდზე უნდა.

„ჩვენ მივმართავთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ამ რვაწლიანი ქაოტური მმართველობით და არც წინა, შიშსა და ტერორზე დამყარებული მმართველობის მობრუნება სურს. ეს იქნება ჩვენი უახლოესი ამოცანები და სავალი გზა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ.

უსუფაშვილის განმარტებით,  მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „შენების მოძრაობა“ არსებობას არ წყვეტს და პარალელურ რეჟიმში იარსებებს.

რაც შეეხება პარტიას „ახალი მემარჯვენეები“, რომელიც ასევე შეუერთდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, მან არსებობს შეწყვიტა. ამის შესახებ დღეს „მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე გახდა ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია საკუთარ საარჩევნო პროგრამას მოსახლეობას გაზაფხულზე წარუდგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0