ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად ადასტურებს პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად ადასტურებს პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქმეში არსებობს უამრავი მოწმე.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქუჩაში უცნობმა მამაკაცმა გააჩერა. როდესაც პოლიციელი ოთარ თავართქილაძე ავტომობილიდან გადავიდა, მამაკაცმა ის დანით დაჭრა. თავდამსხმელი თავართქილაძის მეწყვილემ დააკავა.

თავდასხმის დროს პოლიციელმა ორი ჭრილობა მიიღო – ერთი ყელის, მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, კისრის არეში მიყენებული ჭრილობა კი საკმაოდ ღრმა იყო. პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომლის აცილებაც გელა ჭაღაძემ მოითხოვა.

„მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე დაცვა იყო სავალდებულო, აცილებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან არ მქონია კომუნიკაცია, თუ ვერ აიყვანს ადვოკატს, ჩვენ დავიცავთ. აუცილებელია ექსპერტიზა, რამდენად შერაცხადია პიროვნება“, – განაცხადა ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის არცერთი წევრი არ ესწრებოდა. გელა ჭაღალიძემ აღნიშნა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი.

„ამხელა ბრალს მე არ ვიმსახურებ, საერთოდ არ დამიზიანებია მეორე პოლიციელისთვის ფეხი. ეს არ არის სიმართლე და არც ორჯერ დამირტყამს დანა, თან ეს დანა კი არა, მოკლე საგანი იყო“, – ამბობს ბრალდებული.

ვითარება შემთხვევის ადგილზე ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მძიმე მდგომარეობაშია

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების მიზნით, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად დაინიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სათანადო ექსპერტიზა.

„თავდასხმა მოხდა განზრახ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელი იყო. არც დაჭრილს და არც მეწყვილეს მასთან ადრე რამე სახის ურთიერთობა არ ჰქონიათ, დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის, მხოლოდ რამდენიმე ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“, – განაცხადა პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

ძირკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულს დაკისრებული აქვს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სახდელები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0