„კარგი იდეაა“ – პუტინმა ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ მომავალ გზაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovჟურნალისტი ამზადებს შეკითხვას საქართველოსკენ მომავალი გზის შესახებ
ჟურნალისტი ამზადებს შეკითხვას საქართველოსკენ მომავალი გზის შესახებ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერს მიზანშეწონილად მიაჩნია რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობა, რომელიც ზემო ლარსის ალტერნატიული გახდება.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერი მწვავე შეკითხვებს პასუხობს: პუტინის დიდი პრესკონფერენცია დაიწყო

დღეისათვის რუსეთთან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი პუნქტი ფუნქციონირებს – „ყაზბეგი“–„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ეს გზა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით მიდის, თუმცა ზამთარში უამინდობის გამო პერიოდულად იკეტება.

„დიახ, ნამდვილად არსებობს პრობლემები (სატრანსპორტო — რედ.) საქართველოსთან. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული... [ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა] კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. თუმცა, ის ცნობილია და პრაქტიკულად განხორციელებადი. განხორციელების მიზანშეწონილობა არსებობს“, — თქვა პუტინმა.

მანამდე ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის გახსნის თემა არაერთხელ წამოწია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

1990-იანი წლების ბოლოს იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო მოხრეშილი გზის მშენებლობა სოფელ იტუმ-კალედან შატილის მიმართულებით. გზა საქართველოს საზღვრამდე მივიდა, მაგრამ ჩეჩნეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ის ძლიერ დაზიანდა. საუბარია 30 კილომეტრის სიგრძის გზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0