რუსეთის ლიდერი მწვავე შეკითხვებს პასუხობს: პუტინის დიდი პრესკონფერენცია დაიწყო

© photo: Sputnik / Alexey Druzhynin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერთან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობაა აკრედიტებული. მათი რიცხვი 1895 ადამიანს შეადგენს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს რიგით მე-15 ტრადიციულ შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მთავარი ფასეულობები დაასახელა

წლევანდელი პრესკონფერენციისთვის აკრედიტაცია გაიარა მასმედიის 1895-მა წარმომადგენელმა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის ორასი ადამიანით მეტია. ამასთან, დარბაზი, სადაც ეს ღონისძიება იმართება, მხოლოდ 900 ჟურნალისტს იტევს. 

ჩვეულებისამებრ, როგორც ბოლო წლებში ხდება, სახელმწიფოს მეთაურის პრესკონფერენცია გაიმართება მოსკოვში, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. ღონისძიების ტრანსლაცია 13 ტელეარხით მოხდება, რისთვისაც საჭირო გახდა 50 ტონა ტექნიკა-აღჭურვილობის დამონტაჟება.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრესკონფერენციისთვის მზადების დროს პუტინი ტრადიციულად ურთიერთობს მინისტრებთან, ვიცე-პრემიერებთან და ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებთან. მისივე სიტყვებით, მიმდინარეობს „ჩვეულებრივი მუშაობა პრეზიდენტისთვის მთელი რიგი ინფორმაციის გასაახლებლად“.

დიდი პრესკონფერენციების ჩატარების პრაქტიკა ვლადიმირ პუტინმა 2001 წელს შემოიღო, მისი პირველი საპრეზიდენტო პერიოდის დროს. მოვლენებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს 1702-მა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია, ერთი წლით ადრე კი — 1640-მა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტებთან ყველაზე ხანმოკლე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს 2001 წელს ჰქონდა. მაშინ პრესკონფერენცია მხოლოდ საათ-ნახევარი გაგრძელდა. ხანგრძლივობის მიხედვით კვლავ რეკორდულად რჩება 2008 წლის ღონისძიება, როდესაც 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში პრეზიდენტმა 106 კითხვას გასცა პასუხი. 7 წუთით ნაკლები დროის განმავლობაში მიმდინარეობდა 2012 წლის შეხვედრა, სწორედ მაშინ დაისვა რამდენიმე არასტანდარტული შეკითხვა, მათ შორის, სამყაროს დასასრულზე.

ყველა ახალი ამბავი
0